ოდესის პორტის დაბომბვას Twitter-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.
"90 წლის წინ რუსეთმა მოაწყო "გოლოდომორი" იარაღის დახმარებით. ახლა ისინი იყენებენ რაკეტებს, რათა სხვა ერები აშიმშილონ,"- წერს ოლექსი რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმებას ხელი ერთი მხრივ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორე მხრივ კი, რუსეთმა თურქეთმა და გაერომ მოაწერეს. დღეს კი ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.