31 მაისი 2024,   01:49
ვრცლად
ბობოყვათის სამკერვალოს 43-მდე თანამშრომელი კლინიკაში მოათავსეს - გაზით ინტოქსიკაციის თავდაპირველი, სავარაუდო ვერსია გამოირიცხა

ბობოყვათის სამკერვალოს 43-მდე თანამშრომელი ორ სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული. მათ თავი შეუძლოდ სამუშაო პროცესის დროს იგრძნეს, თუმცა კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან თავდაპირველი ვერსია, სავარაუდო გაზით ინტოქსიკაციის შესახებ, გამოირიცხა. 

"სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლის განმარტებით, რომელიც ადგილზე იმყოფება, გაზით მოწამვლა გამორიცხულია იმ მიზეზით, რომ საწარმოს ბუნებრივი აირი კვირაზე მეტია არ მიეწოდება.

საწარმოს დირექტორი დავით ჯაიანი ასევე გამორიცხავს თანამშრომლების კვებით ინტოქსიკაციას, ვინაიდან, მისი განმარტებით, ისინი შეუძლოდ სადილამდე გახდნენ. დირექტორის თქმით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

ამ წუთებში ადგილზე შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან და მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა.

ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლები. 

დღის ამბები