16 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
სიძულვილის ენა პოლიტიკაში - სახელისუფლებო პარტიაში, მათი და მათი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგზე საუბრობენ

სახელისუფლებო პარტიაში, მათი და მათი ოჯახის წევრების მიმართ ბულინგზე საუბრობენ. მმართველი გუნდის წევრების მიმართვის ადრესატები საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის დონორი ორგანიზაციები არიან. 

საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციასა და დაპირისპირებაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას იხსნის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ნებისმიერი ფორმით, ძალადობა მათთვისაც მიუღებელია, თუმცა იმ მიზეზებზე საუბრობენ, რაც მათი შეფასებით, მმართველი პარტიის წევრების მიმართ განხორციელებული ბულინგის საფუძველი გახდა.

საპარლამენტო უმრავლესობა მათი მისამართით მიმდინარე პროცესების უკან, ოპონენტების მიერ ორგანიზებულ კამპანიას ხედავს.

"ქართული ოცნების" ლიდერები ოპონენტებს ყოფილი ხელისუფლების მეთოდებს ახსენებენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ხერხი მათი მხრიდან არ შეცვლილა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით კი, ოპოზიცია მარცხის შემდეგ ამ გზით მომხრეებში მხარდაჭერის შენარჩუნებას ცდილობს.

როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, ოპოზიციის მხრიდან შერჩეული ბრძოლის მიუღებელი მეთოდების მიუხედავად, უარს არ იტყვიან იმაზე, რასაც ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

 

დღის ამბები