16 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
უკრაინელმა ჟურნალისტებმა ციხეებში პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვეს

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმრების სისტემატური წამების ფაქტები გამოავლინა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალი წარდგენილი აქვს პოლტავის ოლქის ბოჟკოვსკიში მდებარე N16-ე დაწესებულების 4 თანამშრომელს.

უკრაინელმა უფლებადამცველებმა გაავრცელეს ვიდეოები, რომლებზეც პატიმრების წამება არის ასახული. ვიდეოებში პატიმრებს სექსუალური ძალადობით ემუქრებიან და ფულის გადახდას სთხოვენ.

"გამოძიებით დადგენილია, რომ დამნაშავეების მსხვერპლი ხდებოდა თითოეული პატიმარი, რომელიც კოლონიაში ხვდებოდა. მსხვერპლთა დადგენის პროცესი გრძელდება", - აცხადებენ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში.

ბრალდებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები