15 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება - მშენებლობას სახელმწიფოსთან ერთად ჩინური ССС კონსორციუმი განახორციელებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გარანტორი, სახელმწიფოსთან ერთად, რომელიც პროექტის 51% წილს ფლობს, ჩინური ССС ჯგუფი იქნება. ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად საბოლო განაცხადი სწორედ ჩინურმა კონსორციუმმა გააკეთა. პორტის მშენებლობისთვის მოსამზადებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სახელმწიფო ივნისიდან დაიწყებს.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს დღეს მთავრობის მეთაური და მმართველი გუნდის ლიდერებიმოეხმაურნენ. თქვეს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემმა წლების წინ აღებული საინვესტიციო პირობები ვერ შეასრულა, რის გამოც, ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ყოფილი ბანკირები პროექტის დემონიზებას ცდილობენ.

ანაკლიის საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებას დღეს მამუკა ხაზარაძემ და მისმა თანაპარტიელებმა უპასუხეს. მათი თქმით, ჩინური კონსორციუმის სახით ანაკლიაში რუსეთი შემოდის, თუმცა რა მოტივით შეიძლება ССС ჯგუფი რუსულ ინტერესებს ატარებდეს - ამ კითხვაზე პასუხი არ გაუციათ.

"ლელოს" ლიდერს საპარლამენტო უმრავლესობიდან შეახსენეს, რომ საწყის ეტაპზე, ანაკლიაში ჩინელი ინვესტორების შემოყვანას თავად ხაზარაძეც აპირებდა. თქვეს ისიც, რომ დღეს საკუთარი წარუმატებლობის კომპენსირებას ყოფილი ბანკირი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში ცდილობს, რაც ქვეყნისთვის დამატებითი პრობლემის შექმნის მცდელობაა.

მიუხედავად ხელისუფლების არგუმენტებისა, ჩინური ССС ჯგუფის ანაკლიაში შემოსვლის მიღმა, სტრატეგიული ინტერესების დათმობას ხედავს ოპოზიცია, სადაც ამტკიცებენ, რომ პორტის საკონტროლო პაკეტი უახლოეს მომავალში საქართველოს ხელში აღარ იქნება.

"სიცრუე, რომლითაც ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს" - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს დეტალურად ახსნა ყველა ის ფინანსური და ეკონომიკური ბენეფიტი, რომელსაც ქვეყანა ახალი სატრანზიტო ფუნქციის დამატებით მიიღებს.

პორტის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება.

დღის ამბები