07 მაისი 2024,   09:56
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 7 პირი დააკავეს

საბედისწერო დაბადების დღე ცხვარიჭამიაში, რომელსაც 20 წლის მირიან კუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. მცხეთის პოლიციის, რაიონულ განყოფილებაში, გვიან ღამემდე 30-ზე მეტი მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობდა - მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია. ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ სამართალდამცავებს. პოლიციის შენობიდან გამოსულებს, მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ.

ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"კურიერის" ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 7 ადამიანია დაკავებული. დაკავების ფაქტს გვიდასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბრალი ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები