08 დეკემბერი 2024,   23:10
ვრცლად
მირიან კუკავას მკვლელობის საქმის პროკურორის თქმით, დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდება მოწმობს, რომ მათ მიმართ საკმარისი მტკიცებულებებია

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, საქმეზე დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდება მოწმობს იმას, რომ მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.

როგორც მან აღნიშნა, მომხდარ ფაქტს მოწმე შეესწრო, თუმცა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი მის ვინაობას არ აკონკრეტებს.

"კონფლიქტი დაიწყო მხარის გაკვრით, რის შემდეგაც ეზოში ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ის 5 ბრალდებული, რომელსაც ბრალი ხულიგნობისთვის წაუყენეს. შემდეგ უკვე გარდაცვლილს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის გაგრძელდა ეს კონფლიქტი ეზოს გარეთ. იყვნენ თვითონ მირიან კუკავა, ბრალდებული და ერთი სხვა მოწმე, რომელიც შეესწრო მომხდარ ფაქტს",- განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები