თბილისში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის ახალი სამუშაო სივრცე და სპორტული დარბაზი გაიხსნა. გახსნას სპორტის მინისტრი დაესწრო. შალვა გოგოლაძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარბაზი სპორტსმენებს საშუალებას მისცემს ვარჯიში უფრო კომფორტულ გარემოში განაგრძონ.
"ეს არის საწყისი იმისა, რასაც ჩვენ MMA-ის მიმართულებით ვფიქრობთ. მომავალში ჩვენ არა ერთ რეგიონში და ქალაქში გავხსნით ასეთივე თანამედროვე მაღალი კლასის MMA-ის დარბაზს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მომავალში გვყავდეს დვალიშვილის და თოფურიას მსგავსი მოჩხუბრები და დაიპყრონ მთელი მსოფლიო," - აღნიშნა საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ.