07 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
პელოსის ტაივანში ვიზიტი არ წარმოადგენს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას - ჯონ ქირბი

ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეს პროვოკაციული ნაბიჯი არ არის.

პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ პელოსის ტაივანში ვიზიტი არ წარმოადგენს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას.

"წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი არ წარმოადგენს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას. ჩვენ ძალიან ცხადი ვიყავით, რომ არაფერი შეცვლილა ერთიანი ჩინეთის პოლიტიკაში, რომელიც ხელმძღვანელობს ტაივანის ურთიერთობების აქტით, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით სტატუს კვოს ნებისმიერ ცალმხრივ ცვლილებას ორივე მხრიდან. ჩვენ ვთქვით, რომ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. არაფერი უპრეცედენტო ამ მოგზაურობაში არაა. ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ისინი გააკეთებდნენ იმას რაც გააკეთეს," - ამბობს ჯონ კირბი. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მუქარის ფონზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანშია. ის უკვე შეხვდა საპარლამენტო დელეგაციას და ტაივანის პრეზიდენტს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა და ყურადღება ტაივანის მხარდაჭერის დემონსტრირებაზე გაამახვილა.

დღის ამბები