02 მაისი 2024,   22:24
ვრცლად
მექსიკის პრეზიდენტმა, საომარი კონფლიქტების შეჩერების და ერებს შორის 5 წლიანი ზავის შესახებ ინიციატივა გააჟღერა

მექსიკის პრეზიდენტმა, 5 წლიანი ზავის შესახებ ინიციატივა გააჟღერა, - აღნიშნულის შესახებ უცხოური მედია წერს.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ საჭიროა ყველა საომარი კონფლიქტის და სავაჭრო ომების შეჩერება. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ყველა ერმა მინიმუმ 5 წლის ვადით ზავი შეათანხმოს.

როგორც მექსიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინას შორის საომარ მოქმედებებს ეხება.

ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ შესაძლოა აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს მისი წინადადება შესთავაზონ და ასევე, აღნიშნული ინიციატივა გაეროში წარადგინონ.

დღის ამბები