30 აგვისტო 2026,   10:49
ვრცლად
ეს არ მქონდა განზრახული, გული სად არის და თავი სად არის ექიმმა კაცმა ვიცი, მან სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა - 81 წლის ექიმი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა 81 წლის ექიმმა, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და მომხდართან დაკავშირებით დეტალები გაიხსენა: 

"მინდოდა შეშინება და კუთხეში გავისროლე. ამ დროს ეტყობა ადგა თუ არ ვიცი, და მხარში მოხვდა. მე რომ მისი მოკვლა მდომებოდა, პირისპირ ვიყავით, არ ავაცილებდი. მე გული სად არის და თავი სად არის, ექიმმა კაცმა, ვიცი და იმას მე არ ავაცილებდი. ყოფილი ოფიცერი ვარ, იარაღიც მესმის. ეს არ მქონდა განზრახული, მოხდა შეშინების მიზნით, რომ მან სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა. კონდიციონერის პულტი არ მივეცი და ამაზე განაწყენდა. 25 წელი ერთად ვმუშაობდით, როგორც შვილი, ისე მყავდა. ჩემს ხელში გაზრდილია," - უთხრა მან მოსამართლეს. 

დღის ამბები