დღეისთვის საქართველოს შრომის ბაზარზე, ინგლისური ენის ცოდნა ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ უნარების ჩამონათვალთა შორის, რასაც დამსაქმებელი ითხოვს აპლიკანტისგან.
ინგლისური ენის ცოდნა სამუშაოს მიღების შანსებს 39%-მდე ზრდის, ამიტომ მეორე ენის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გლობალიზაციის შედეგად უცხოური ენის შესწავლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ ენებზე მოთხოვნა ყოველწლიურად სწრაფად იზრდება.
თბილისში თითქმის სამწლიანი ცხოვრების შემდეგ, ესპანელმა მეწარმემ გადაწყვიტა შეექმნა ენის შემსწავლელელი კომპანია. ამ მეთოდით სამი ენა ისწავლა და ახლა ქართულს სწავლობს.
Ilanguages ენის კურსები გთავაზობთ ენის შესწავლის სრულიად ახალ, რევოლუციურ მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია ინგლისურის, ესპანურის და ფრანგულის ნულიდან სწავლა, სულ რაღაც 8 თვეში.
ინოვაციური ონლაინ მეთოდი სახელწოდებით Human Student Centric System აერთიანებს, ხელოვნურ ინტელექტს, გეიმიფიკაციას და მასწავლებელთან ინტერაქციას, რათა მუდმივად მოხდეს მორგება მოსწავლის განვითარებაზე. პრაქტიკაში სისტემა ეფექტურია, რადგან პლატფორმა ირჩევს შესასწავლ მასალას გამოყენებადობისა და ეფექტურობის საფუძველზე.