ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაში, - განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ამის საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც ბრაზილიაში ცხოველებზე თავდასხმები განხორციელდა.
ჯანმოს ცნობით, მაიმუნის ყვავილის გადადება ადამიანიდან ადამიანზე ხდება.
სან-პაულოში ბოლო ერთ კვირაში ათი მაიმუნი მოწამლეს. მოგვიანებით, მაიმუნების მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ქალაქებშიც.