25 აგვისტო 2026,   13:28
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობას მიმართავს, დაადგინოს ყურძნის ფასი.  პარტიაში მიაჩნიათ, რომ ყურძნის ღირებულება, სულ მცირე, 1.5 ლარი უნდა იყოს იმისთვის, რომ გლეხებმა შესაბამისი სარგებელი ნახონ.

ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და ყურძნის ფასი კონკურენტუნარიანი გახადოს. 

"მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას ყურძნის ფასი განისაზღვროს. გლეხს უნდა მიეცეს საშუალება, ელემენტარულად, წლიდან წლამდე თავი გაიტანოს,"- აცხადებს ბოტკოველი. 

დღის ამბები