22 დეკემბერი 2024,   09:21
ვრცლად
აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება - რეზნიკოვი

შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მოწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, განაცხადა.

ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა შტატებისა და ნორვეგიისგან დახმარების ახალ პაკეტებს მიიღებს.

"მშვენიერი საუბარი მქონდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან. განვიხილეთ უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა, ბრძოლის ველზე გაჩენილი საჭიროებები და გზები, როგორ გავაძლიეროთ უკრაინის არმიის შესაძლებლობები. აშშ-სგან უსაფრთხოების დამატებითი დახმარება მალე მოვა", - წერს რეზნიკოვი.

მისივე თქმით, ტელეფონით ესაუბრა ნორვეგიელ კოლეგასაც.

დღის ამბები