04 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კოტეჯში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.

თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის დროს, სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძარს უვნებლად დააღწია თავი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გარდაცვლილი ცხინვალის რეგიონიდან, სოფელ თამარაშენიდან არის დევნილი. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

დღის ამბები