03 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
ბორჯომის ტყეში ცეცხლის კერების ჩაქრობას, მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ - სოფელ ქვაბისხევის მაცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია

ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ხანძრის რამდენიმე კერა ზოვრეთში, სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა. ტყეში, მეხანძრეები ცეცხლის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდებარე სოფელ ქვაბისხევის მაცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია

"მეზობლებმა მითხრეს მეხი ჩამოვარდაო. გზაზე რომ მოვდიოდი ჭექა-ქუხილი იყო. მერე ქარი ამოვარდა. ამ მთის იქითაა ცეცხლი გადასული, ძალიან მაგრად უკიდია," - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები