15 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენერალური გეგმა დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენერალური გეგმა დაამტკიცა. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სხდომათა დარბაზი დატოვა.

საკრებულოს სხდომაზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე იყო ხმაური, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის თქმით, ექსპერტების მიერ შესაბამის დასკვნაში ნათქვამია, რომ ამბასადორი ბულვარის გენგეგმასთან არის შეუსაბამო, "ქართული ოცნება" კი ცდილობს გეგმა ისე დაამტკიცოს, რომ ექსპერტების ეს ჩანაწერი ამოიღოს.

საპირისპირო არგუმენტები აქვთ საკრებულოს უმრავლესობაში, ისინი აცხადებენ რომ ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმა კანონის შესაბამისად არის დამტკიცებული.

დღის ამბები