22 დეკემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბორჯომში ამჟამად ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი-ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. როგორც მინისტრმა განაცხადა, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი.

შამუგიას თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარზეა გავრცელებული.

„სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის ძალები, შსს, ასევე სატყეო სააგენტოს 160 თანამშრომელი არის ჩართული პროცესში. მობილიზებულია ას ერთეულზე მეტი ტექნიკა, ასევე ვერტმფრენებია ჩართული. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს.

ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ნამდვილად. ფართობზე დაზუსტებით ახლა ვერ ვისაუბრებთ. სავარაუდოდ, ალბათ საუბარი არის 150 ჰექტარზე, თუმცა ეს დასაზუსტებულია, რადგან კერები სხვადასხვა ადგილზეა. როცა დასრულდება პროცესები, უფრო ზუსტი მონაცემები გვექნება, რა მასშტაბზეა საუბარი. ზარალი გამომდინარეობს იქიდან, რა მასშტაბზეა და რა ზიანი იქნა გარემოზე მიყენებული“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები