04 მაისი 2024,   13:57
ვრცლად
დააკავებულია ესკორტის ოფიცერი, რომელსაც პატიმარმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა - მას სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ბრალდება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ასევე დააკავა ესკორტის ის ოფიცერი, რომელსაც პატიმარმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა.

ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ დაკავებულ ოფიცერს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ბრალდება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

გამოძიება ამ დრომდე ისევ მიმდინარეობს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იმისათვის, რომ მომხდარი ფაქტი არ დარჩეს ბუნდოვანი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერის იმ მონაკვეთს, სადაც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების მიყენების ფაქტი, სამსახური კადრების სიმძიმიდან გამომდინარე მისი საჯაროდ ჩვენებისგან თავს შეიკავებს. ეს ჩანაწერი ბრიფინგის დასრულების შემდეგ წარედგინება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს",- აღნიშნა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა.

დღის ამბები