27 აგვისტო 2026,   13:17
ვრცლად
"ამ დროისათვის ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია" - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ამბროლაურში გაჩენილ ხანძარზე

რაჭაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე პრევენციის მიზნით, მაშველები ამ დრომდე რჩებიან. ცეცხლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში გაჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 8 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. ხანძარი ტყის მასივს გვიან ღამით მოედო. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, რომ არსებობდა რეალური საშიშროებმა ხანძარი სოფელს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ეს საფრთხე გაანეიტრალეს.

"ამ დროისათვის ხანძარი მთლიანად არის ლიკვიდირებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 8 ჰექტარი ფართობი არის დამწვარი. პრევენციის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ტერიტორიის შემოვლას აწარმოებენ და სანამ ყველა საფრთხე არ განეიტრალდება, დარჩებიან ადგილზე. ძლიერი ქარის შედეგად იყო რეალური საფრთხე, რომ ხანძარი გადადებოდა სოფელს, თუმცა მეხანძრე-მაშველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს საფრთხე განეიტრალებული ყოფილიყო," - აცხადებს მარგველიძე.

დღის ამბები