06 ოქტომბერი 2024,   21:55
ვრცლად
ბათუმში მამაკაცმა 11 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა - ბრალდებული დაკავებულია

ბათუმში,  ერთ-ერთ დასახლებაში მამაკაცმა 11 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადა. ინფორმაცია TV25-მა გაავრცელა.  მათივე ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებული, დაზარალებულის დედის მეგობარი კაცის შვილია. 

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ბრალდებული დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გაიმართა. მოსამართლემ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. 

დღის ამბები