08 მაისი 2024,   18:44
ვრცლად
"მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან ერთად"-  20 ქვეყნის 200-მდე ინფლუენსერი და ცნობილი მასშტაბური პროექტი იმერეთში

"მოდი, დავიკარგოთ ვიზეართან ერთად"- ცნობილი მასშტაბური პროექტი ქუთაისში. პროექტი კომპანია ვიზეარის, შვილობილმა კომპანიამ "ვიზიარ აბუდაბიმ" განახორციელა.

პროექტის ფარგლებში ქუთაისის აეროპორტში 20 ქვეყნის 200-მდე ინფლუენსერი და ბლოგერი ჩამოფრინდა.
სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება.

დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. შერჩეულ ბლოგერებს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან აფრინდა და დანიშნულების ადგილი აეროპორტში დაშვებამდე უცნობი იყო. ისინი რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრებიან. პროექტის მიზანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციაა. მათ სხვადასხვა პლატფორმაზე თვალს, ჯამში 30 მილიონი გამომწერი ადევნებს.

პროექტის ორგანიზატორები კომპანია ვიზეართან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის მერია, იმერეთის გუბერნია, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

დღის ამბები