სტიქიასთან ბრძოლის მეცხრე დღე - ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური კერა.
პროცესში, 135 რეინჯერი, 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი უწყების 120 თანამშრომელი აქტიურად მონაწილეობს. მუშაობა განაახლა ავიაციამაც.