06 მაისი 2024,   23:36
ვრცლად
ხონში ცხოველთადამცველების ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა

ხონში ცხოველთადამცველების ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტების ინფორმაციით, სოფელ მათხოჯში ძაღლს დაუდგენელმა პირმა ბლაგვი საგნით ფეხი მოჭრა, ძაღლი მეპატრონემ კლინიკაში არ გადაიყვანა.

დაზიანებული ცხოველის ამსახველი კადრები, სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის გამოც ცხოველთადამცველებმა სოფელში აქცია გამართეს.

ადგილობრივებმა პროტესტის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ძაღლი დაკარგული იყო და მათთვის უცნობია ვინ განახორციელა ძაღლის მიმართ სასტიკი ქმედება.

შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლწარმოება, ახლა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მიპყრობას გულისხმობს.

დღის ამბები