07 მაისი 2024,   07:46
ვრცლად
თბილისი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს - თბილისი არენაზე საქართველოს ნაკრები ბელგიას ეთამაშება  

პირველად საქართველოს ისტორიაში, თბილისი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ქართველი კალათბურთელები პირველ შეხვედრას სწორედ ამ წუთებში მართავენ, საქართველოს ნაკრები ბელგიას ეთამაშება. პირველი ტაიპი სრულდება და საქართველოს ნაკრები 36:29-ით მარცხდება.

საქართველოს დედაქალაქთან ერთად, კონტინენტის პირველობა ევროპის კიდევ ოთხ ქალაქში იმართება. ევრობასკეტი 2022-ის ა ჯგუფის თამაშები, რომლებშიც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, "თბილისი არენაზე" ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტს დიდი დანაკლისით ხვდება. გუნდის კაპიტანი და ლიდერი თორნიკე შენგელია ტრამვირებულია.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები