სპორტ კლასის გამარჯვებული ქართველი პილოტი, რეზი ლაფაჩიშვილი გახდა. ქართველი პარაგლაიდერი პილოტები თურქეთის ქალაქ ჩემელში პირველობისთვის იბრძოდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალი გუშინ გაიმართა. შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის 70 წარმომადგენელი, პროფესიონალი მფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის 5 პილოტი საქართველოდან.