24 აგვისტო 2026,   12:10
ვრცლად
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და თელავის მერი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სპორტული მოედნის, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განახლების სამუშაოები მოინახულეს.

პროექტები ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

თელავის მსგავსად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ინფრასტრუქტურულ მიმართულებას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილზე გაეცნობა.

დღის ამბები