05 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს - მონტენეგროსთან მატჩამდე 3 საათზე ნაკლები რჩება

საქართველოსა და მონტენეგროს საკალათბურთო დაპირისპირებამდე 3 საათზე ნაკლები რჩება. დღეს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთთან მიმდინარე ევრობასკეტზე ყველაზე სუსტი თამაში აჩვენა. მეტოქემ ჩვენი გუნდი ფაქტობრივად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა, 19 სამქულიანი ჩააგდო, 2-მა მოთამაშემ კი გუნდს ჯამში 61 ქულა შესძინა.

საქართველოს ეროვნული გუნდის სატურნირო მდგომარეობა მძიმეა, ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ მათ გამარჯვებაზე არ არის დამოკიდებული, აუცილებელია ბულგარეთი დამარცხდეს ბელგიის ნაკრებთან. 

საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრები გუნდების დაპირისპირება "თბილისი არენაზე" 21 საათზე დაიწყება.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები