04 მაისი 2024,   04:25
ვრცლად
"ყველგან ვაბრუნებთ უკრაინულ დროშას და დაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის" - ზელენსკის განცხადებით, რუსული ოკუპაციისგან ხარკოვის რეგიონის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ყველგან ვაბრუნებთ უკრაინულ დროშას და დაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის - უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული ოკუპაციისგან ხარკოვის რეგიონის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

"ჩვენი ჯარი, დაზვერვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობენ მოქმედებას რამდენიმე ოპერატიული მიმართულებით. წარმატებით განაგრძობენ.

ამ დროისთვის უკრაინის სამხედრო ძალებმა გაათავისუფლეს და კონტროლ ქვეშ დაიბრუნეს ხარკოვის რეგიონის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

რეგიონის სოფლების ნაწილში ტერიტორიის უსაფრთხოების შემოწმებისა და უზრუნველყოფის ღონისძიებები გრძელდება, თანდათანობით ვიბრუნებთ კონტროლქვეშ ახალ დასახლებულ პუნქტებს - ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას და დაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მადლობა ყველას, ჩვენს ქალბატონებსა და მამაკაცებს, რომლებიც უკრაინისთვის ომობენ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები