07 მაისი 2024,   19:35
ვრცლად
იძულებითი ქორწილის სამართლებრივი დასასრული - რა მოტივი ჰქონდა დაკავებულ მამას და რას აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი

იძულებითი ქორწილის სამართლებრივი დასასრული - დაკავებული მამა და დაშავებული 20 წლის შვილი. ქვემო ქართლში, ბრალდებულმა შვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა.

დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია და საქმეში ამის მტკიცებულებად მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება:

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა არიან საქმეში მოწმეები, ჩვენ უნდა დავკითხოთ და დავადასტურებთ, რომ არ არის დამნაშავე. არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონდა. ერთადერთი დაზარალებულის ჩვენებაა.

როგორც ჩემთვის ცნობილია, დაზარალებული იმყოფება საავადმყოფოში და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მამამისი დაკავებულია.

რა და როგორ მოხდა სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე ვერ დავაზუსტებ," - აცხადებს ადვოკატი სულეიმან ისმაილი.

პროკურატურის ინფორმაციით, დმანისის რაიონის სოფელ მამიშლოში, მამაკაცი საკუთარ ქალიშვილს  გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან თვლიდა, რომ ქალიშვილი უნდა დამორჩილებოდა მამის, როგორც მამაკაცის გადაწყვეტილებას, ჩხუბით და მუქარით აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა მისთვის არასასურველ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც დაზარალებულმა 8 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა.

დღის ამბები