04 მაისი 2024,   05:12
ვრცლად
რთველი კახეთში - როგორია რთველის საუკუნოვანი ისტორია და ღვინის დამზადების უნიკალური წესი

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ყველაზე ადრე მოსავალს დედოფლისწყაროში იღებენ, რადგან ამ კუთხეში ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. ყურძნის კრეფა, ერთი შეხედვით, მარტივი პროცესია, რეალურად კი ეს არის ერთწლიანი დაუღალავი შრომის შედეგი. ვენახი მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

დიდი რთველი ჯერ ადრეა. ვენახები ხალხით 20 სექტემბრის მერე გაივსება, თუმცა პატარ-პატარა ოჯახური ყურძნის კრეფა მაინც მიმდინარეობს. თავიდან კრეფენ საფერავს, რომელიც საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 

ხარისხიანი ყურძენი დიდ შრომას ითხოვს. სანამ წლის მთავარ მოსავალს აიღებენ, თვეების განმავლობაში დაუღალავად მუშაობენ.

ავტორი: გიორგი ქორქია 

დღის ამბები