02 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
მეფე ჩარლზ III და მისი მეუღლე ვესტმინსტერს ეწვივნენ, სადაც პარლამენტის წარმომადგენლები სამძიმრის სათქმელად შეიკრიბნენ

მეფე ჩარლზ III და მისი მეუღლე ვესტმინსტერს ეწვივნენ, სადაც პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლები სამძიმრის სათქმელად შეიკრიბნენ.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე ბალმორალის სასახლიდან ედინბურგში, ჰოლი-რუდის სასახლეში გადაასვენეს. დღეს კი დედოფლის ცხედარს ედინბურგის ტაძარში დაასვენებენ, სადაც შოტლანდიელებს მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ.

ბოლო პანაშვიდი 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, რის შემდეგაც მას უინძორში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია დაკრძალვას შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

დღის ამბები