15 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
თბილისის ნატოსთან თანამშრომლობის განვითარებას ყველაზე სერიოზული სახით გავითვალისწინებთ - რუსეთის საგარეო უწყება

"მოსკოვმა მიაქცია ყურადღება, რომ Noble Partner 2022-ის სწავლებებზე საქართველოში ევროპიდან NATO-ს მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლა მუშავდებოდა" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირქეტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა.

"მოსკოვში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ცოტა ხნის წინ დასრულებულ Noble Partner 2-ის ორკვირიანი მრავალეროვნული ვარჯიშების ფარგლებში შემუშავებული იყო [NATO-ს] ბლოკის მძიმე სამხედრო ტექნიკის ევროპიდან საქართველოში გადასროლა, ამჯერად სახმელეთო გზით, თურქეთიდან," - განაცხადა გონჩარმა.

მისივე თქმით, მოსკოვი, საქართველოს NATO-ში ჩარევის  განგრძობით კურსს ხედავს "მათ შორის, ქვეყნის თანამედროვე სახის შეიარაღებით გატენვითა და აშშ-სა და ალიანსის ქვეყნების მონაწილეობით მის ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო სწავლებების ჩატარებით".

გონჩარის განცხადებით, ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ რუსეთისა და მისი მოკავშირეების ინტერესებისთვის, არამედ ეს "უქმნის სერიოზულ საფრთხეს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მთელ სამხრეთ კავკასიაში".

"საქართველოს “არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეები უნდა აცნობიერებდნენ საკუთარი პასუხისმგებლობის ზომას და ესმოდეთ, რომ თბილისსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების პრინციპული მომენტები ჩვენი მხრიდან ყველაზე სერიოზული სახით იქნება გათვალისწინებული," - აღნიშნა გონჩარმა.

ღირსეული პარტნიორი 2022 საქართველოში სექტემბრის პირველ ნახევარში ჩატარდა. ამ წვრთნებს საქართველომ უკვე მეექვსედ უმასპინძლა.

ღირსეული პარტნიორი 2022-ის მიზანი იყო საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

ისტორიაში პირველად, სწავლებაში წელს მონაწილეობა მიიღეს იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმაც.

სწავლებაში მონაწილეობდა საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიტვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიტვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.

დღის ამბები