ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლენილია.
"დიდი შესვენება" - სწორედ ასე ჰქვია დათა ფირცხალავას ფილმს, რომელიც 12 კაციანმა სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.
ფილმის კამპანია ოქტომბერ-ნოემბერში ლოს ანჯელესში დაიწყება, ხოლო დეკემბერში გამოქვეყნდება მოკლე ცნობა. წელს საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 6 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი.
შერჩევის პროცედურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 22 აგვისტოს დაიწყო.