30 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
"მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ" - "რუსთავი 2" თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ყოველკვირეულ სერიათა ციკლს იწყებს

"მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ" - "რუსთავი 2" თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ყოველ კვირას, საღამოს 17:30 საათზე, მაყურებელს ქართველი ჯარისკაცების და მათი საქმიანობის შესახებ ნახევარსაათიან ფილმს შესთავაზებს.

მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლი 10 სერიას მოიცავს. ქართული არტილერია, სპეციალური ოპერაციების ძალები, დაზვერვის, ავიაციის, სატანკო გვარეობის, ეროვნული გვარდიის, ქართველი ლოჯისტიკოსებისა და გამნაღმველების საქმიანობა - ყველაფერი ქართული ჯარის შესაძლებლობებზე, პერსპექტრივებსა და გამოწვევებზე.

ადამიანები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ზრუნავენ, ხშირად არ ჩანან ტელეეკრანებზე. მაყურებელი იხილავს მნიშვნელოვან კადრებს, რომელიც ჯარისკაცების მონათხრობის მიხედვით გაცოცხლდა. თითოეული ფილმი განსხვავებული შინაარსისაა. პირველი ეპიზოდი სპეცრაზმის დაარსებაზე, მისი მოდერნიზების ისტორიასა და შესრულებული მისიების შესახებ გვიყვება. შემდგომი სერიების თემები არტილერია, ავიაცია და დაზვერვაა.

"რუსთავი 2" ყოველ კვირას, 17:30 საათზე აჩვენებს ჩვენ მაყურებელს, თუ ვინ გვიცავს ჩვენ, რას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის ძალები. ეს არის ფილმები საქართველოს თავდაცვის ძალების გვარეობების შესახებ. ალბათ ყველას აინტერესებს, როგორია ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონე, რა აცვიათ, როგორ იწვრთნებიან და როგორია მოტივაცია," - განაცხადა "მედიაჰოლდინგის" დირექტორმა ვაკო ავალიანმა.

დღის ამბები