02 მაისი 2024,   17:17
ვრცლად
ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მეორე დღეა მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის თანამშრომლობით, ზუგდიდში გულის დაავადების მქონე ბავშვებისთვის უფასო გასინჯვები მეორე დღეა მიმდინარეობს.

ექიმთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტან ხელაშვილია. გასინჯვების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ცნობილ კლინიკებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს, რითაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალი ექიმების ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ და გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ.

დღის ამბები