30 აგვისტო 2026,   10:49
ვრცლად
ვახტანგ გომელაური "საქართველოს ბანკის" ფილიალში მომხდარი თავდასხმის დეტალებს ადგილზე ეცნობა - თავდამსხმელთან მოლაპარაკება გრძელდება

ქუთაისში, სადაც საქართველოს ბანკის შენობასთან სპეცოპერაცია გრძელდება. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური, რომელიც ამ წუთებში პირადად ეცნობა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგებს. პარალელურად, მოლაპარაკება თავდამსხმელთან გრძელდება.

ადგილზე სამართალდამცველების გარდა, ექიმებიც არიან მობილიზებული, თუმცა, მედიკოსებს ჯერჯერობით არ ეძლევათ საშუალება, შენობაში მყოფ მძევლებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ. ასევე, ადგილზე იმყოფება სახანძრო ეკიპაჟი.

ცნობისთვის, შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. ამ დრომდე გავრცელებული ვიდეოებში ჩანს, რომ ის მძევლების ჩანაცვლებაზე უარს ამბობს, მათ იყენებს ცოცხალ ფარადაც. ბანკის შესასვლელ კარზე მიმაგრებულია მოწყობილობა, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰგავს. ვიდეოებში ჩანს, რომ თავდამსხმელს ტანზეც აქვს მოწყობილობა, რომელიც ასევე ასაფეთქებელ ნივთიერებას ჰგავს. მას ხელში უჭირავს სავარაუდოდ ხელყუმბარა, რომელიც წებოვანი ლენტით აქვს დამაგრებული.

დღის ამბები