25 აპრილი 2024,   18:39
ვრცლად
ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან გათავისუფლებული მძევლები ამ დროისთვის იმერეთის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან

ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალიდან გათავისუფლებული მძევლები ამ დროისთვის იმერეთის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ისინი სამართალდამცავებმა პოლიციის შენობაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.

ადგილზე გათავისუფლებული მძევლების ახლობლებიც არიან.

ცნობისთვის, ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია და სპეცოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებული არიან. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით დილით შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს, ხოლო დღის ბოლოს ნ 1.5 მილიონ დოლარს მოითხოვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები