22 აგვისტო 2026,   09:17
ვრცლად
თბილისს მაესტრო ჯუზეპე საბატინი ეწვია

თბილისს მაესტრო ჯუზეპე საბატინი ეწვია. სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე დახვდა.

ჯუზებე საბატინი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული უდიდესი იტალიელი ტენორია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო საოპერო სამყაროს, მოევლინა როგორც დირიჟორი.

ის თბილისში 27 სექტემბერს ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებლის ნინო სურგულაძისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს.

ტრანსლაციას "რუსთავი 2" შემოგთავაზებთ. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ქართველ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ასევე მეგობარი უკრაინელი ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად Unicef-ის დახმარებით.

დღის ამბები