06 მაისი 2024,   07:03
ვრცლად
კახეთის რეგიონში სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდები დააჯილდოეს

კახეთის რეგიონში სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის ახალგაზრდები დააჯილდოეს. ღონისძიება წინანდლის რედისონში გაიმართა,სადაც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან 300-მდე ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები იყვნენ მიწვეული. წარჩინებულ ახალგაზრდებს სიტყვით მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალავერდელმა მიტროპოლიტმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მუნიციპალიტეტების მერებმა მიმართეს.

სკოლის წარმატებით დამთავრებისთვის ახალგაზრდებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ვერცხლის მედალოსნებმა წახალისების მიზნით 400, ხოლო ოქროსმედალოსნებმა 500 ლარი მიიღეს. ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, სტიმულირება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კახეთის წარჩინებული ახალგაზრდების დაჯილდოების ინიციატივა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს ეკუთვნის. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

დღის ამბები