26 დეკემბერი 2024,   17:35
ვრცლად
რუსები ქვეყნიდან მასობრივად გარბიან - ყაზახეთში უკვე რუსეთის 98 ათასი მოქალაქე ჩავიდა

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებიდან დღემდე ყაზახეთის საზღვარი რუსეთის 98 ათასმა მოქალაქემ გადაკვეთა - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ყაზახეთი რუსეთს იმ რუს მოქალაქეებს გადასცემს, რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან და მობილიზაციას გაექცნენ. ყაზახეთის შს მინისტრის განცხადებით, საუბარია რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებზეც ძებნა გამოცხადდა. სხვა შემთხვევაში, მინისტრის თქმით, რუსებს რუსეთის ფედერაციას არ გადასცემენ.

დღის ამბები