სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, სახელწოდებით - "ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები".
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე ექსპერტმა, მკვლევარმა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა გერმანიიდან, ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან.