24 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარებას ვაკონტროლებთ - შს მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ძალოვანი უწყების მიერ ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ლარსის გამშვებ პუნქტზე ვითარების გასაკონტროლებლად.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან მათ, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოებას შეიძლება, საფრთხე შეუქმნას.

"ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია. დღის განმავლობაში, სტანდარტულად თუ იყო შემომსვლელი, რუსეთის ხუთი-ექვსი ათასი მოქალაქე, ბოლო პერიოდში, 40-45 პროცენტით გაიზარდა, ამ ადამიანების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. კერძოდ, ხდება თითოეული ადამიანის შესწავლა, თუ ის არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, არის ინფორმაციები ამა თუ იმ პირის შესახებ, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას. მათ საზღვრის გადმოკვეთაზე ბუნებრივია, უარს ეუბნებიან. ჩვენი მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, ვაკონტროლებთ იქ არსებულ ვითარებას. ლარსის გამშვებ პუნქტზე დამატებითი ძალები არიან," - განაცხადა დარახველიძემ.

დღის ამბები