19 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვა, სავარაუდოდ ამჯერად უკვე დიდი ხნით

ალა პუგაჩოვამ რუსეთი დატოვა, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

პუგაჩოვამ რუსეთი პირველად, ოჯახთან ერთად, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე დატოვა, თუმცა აგვისტოში კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

მედიასაშუალებები წერენ, რომ სავარაუდოდ, მომღერალი ამჯერად ქვეყანაში დიდხანს აღარ დაბრუნდება.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ალა პუგაჩოვას მეუღლე, ტელეწამყვანი და არტისტი მაქსიმ გალკინი "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ გალკინი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამავდროულად უცხოეთიდან, კერძოდ კი უკრაინიდან, იღებს დაფინანსებას.

დღის ამბები