25 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
თბილისის კლასიკური გიმნაზია უეფას პროექტში "ფეხბურთი სკოლებში" ჩაერთო

თბილისის კლასიკური გიმნაზია უეფას პროექტში "ფეხბურთი სკოლებში" ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, სკოლის პირველ და მეორე კლასელ გოგონებსა და ბიჭებს შეუძლიათ სკოლის ტერიტორიაზე რეგულარულად იარონ საფეხბურთო გაკვეთილებზე.

ვარჯიშებს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაცემული უეფას ლიცენზიის მქონე მწვრთნელები ჩაატარებენ და მონაწილეობა უფასო იქნება. საპილოტე პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე 10-მდე სკოლის ჩართვა იგეგმება.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მასობრივი გავხადოთ ქვეყანაში ფეხბურთი და თითოეულ ბავშვს საშუალება ჰქონდეს, რომ ითამაშონ ფეხბურთი, ისიამოვნონ ამ სპორტის სახეობით. ჩვენთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის ცხადია ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ფაქტია, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ, არ შევჩერდებით აქ. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლებშიც," - აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

დღის ამბები