16 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
რუსთაველის თეატრში ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ტრისტან სიხარულიძე მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული სასცენო სამოსით, ჩაქურა ჩოხით წარდგა, რომელიც მას კულტურის სამინისტრომ უსახსოვრა.

თეატრის ფოიეში ლოტბარის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა.

დღის ამბები