19 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
"სამსახურის მერე სახლში მოდიოდა მამაჩემი, ამ პიროვნებამ სუფრაზე დაპატიჟა, რა მოელანდა არ ვიცი, მოკლა საღსალამათი კაცი..." - ზესტაფონის ქუჩაზე მოკლული კაცის შვილი

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მოკლული 65 წლის დავით შჩერბაკოვის შვილი მკვლელობასთან დაკავშირებით "კურიერთან" საუბრობს. მისი თქმით, ბრალდებულმა და მოკლულს ერთმანეთში კონფლიქტი არ ჰქონიათ და რას უკავშირდება დანაშაული, არ იცის.

"სამსახურს რომ მორჩა მამაჩემი, სახლისკენ ჩამოდიოდა და ქუჩაზე დახვდა ეს პიროვნება, შეიყვანა თავისთან სახლში და სუფრაზე მიიპატიჟა. არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ, ერთად იყვნენ გაზრდილები. რა მოუვიდა, რა მოელანდა, კაცმა არ იცის. მოკლა საღსალამათი კაცი," - განაცხადა მოკლულის შვილმა თეიმურაზ შჩერბაკოვმა.

ცნობისთვის, დავით შჩერბაკოვს შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელმა, რომელიც მთვრალი იყო, კვალის დაფარვა სცადა, ცხედარი სხვა ქუჩაზე გადაიტანა და იქ დატოვა. ის პოლიციამ მალევე დააკავა. მას განზრახ მკვლელობას ედავებიან, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები