26 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
ალა პუგაჩოვას სკანდალური პოსტი ინსტაგრამზე - იმ ადამიანებს ვძულვარ, რომლებსაც ვერასდროს ვიტანდი... იყვნენ ყმები და გახდნენ მონები

ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელსაც ომთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო ემიგრაციაში წასვლა მოუწია, მის წინააღმდეგ აგორებულ ტალღას ინსტაგრამზე კიდევ ერთხელ ეხმაურება:

"ღმერთო ჩემო! რა ბედნიერებაა, რომ იმ ადამიანებს ვძულვარ, რომლებსაც ვერასდროს ვიტანდი. მათ რომ  მოვწონდე ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად მიცხოვრია და მიმღერია.  მიზეზი ცხადია. დაე, კბილები აღრჭიალონ. იყვნენ ყმები და გახდნენ მონები" - წერს ალა პუგაჩოვა ინსტაგრამზე.

პუგაჩოვამ რუსეთი პირველად, ოჯახთან ერთად, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე დატოვა, აგვისტოში სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა სექტემბერში კვლავ ისრაელში გაემგზავრა. მედიასაშუალებები წერენ, რომ სავარაუდოდ, მომღერალი ამჯერად ქვეყანაში დიდხანს აღარ დაბრუნდება.

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ალა პუგაჩოვას მეუღლე, ტელეწამყვანი და არტისტი მაქსიმ გალკინი "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ გალკინი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამავდროულად უცხოეთიდან, კერძოდ კი უკრაინიდან, იღებს დაფინანსებას.

დღის ამბები