27 აგვისტო 2026,   13:16
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ხარაგაულში - სოციალური მომსახურების სააგენტოში კონფლიქტი ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ჩასვლას მოჰყვა

ხმაური და დაპირისპირება ხარაგაულში - სოციალური მომსახურების სააგენტოში, კონფლიქტი ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების ჩასვლას მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის სოციალური შემწეობის გაცემა გააპროტესტა და სააგენტოში პოლიცია გამოიძახა.  

ადგილზე სიტუაცია მოქალაქეებსა და მოძრაობის წევრებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა და ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეები და საკრებულოს წევრები, მოძრაობის წარმომადგენლებს ხარაგაულიდან წასვლისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

დღის ამბები